იკარია: დაკავებულია თაღლითი რომელიც არასებული ავტომობილის გაყიდვას ცდილობდა
იკარია: დაკავებულია თაღლითი რომელიც არასებული ავტომობილის გაყიდვას ცდილობდა
რეკორდულია დროის მაჩვენებელი, რომელშიც პოლიციელებმა შეძლეს გაეხსნათ თაღლითობის საქმე იკარიაში. გამოძიების შედეგად დაკავებულია თაღლითის მეუღლე, რომელსაც სოც.ქსელში განთავსებული ჰქონდა არარსებულ მანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება.
თაღლითობის მსხვერპლი ქალბატონი, ჩვენებაში აცხადებს, რომ ტელეფონით ესაუბრა მამაკაცს, რომელმაც თავი მანქანის მფლობელად მოაჩვენა. ისინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ დაზარალებული 8000 ევროს ოდენობის თანხას გადარიცხავდა ავტომობილის “მფლობელის” მეუღლის სახელზე, რომელიც კარდიცაში ცხოვრობდა. აღნიშნული თანხის გადარიცხვა ნამდვილად მოხდა, თუმცა მას ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება არ მოჰყოლია, რადგან თანხის გადარიცხვის შემდეგ მანქანის “გამყიდველებმა” თაღლითობის მსხვერპლ ქალბატონთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს.
გამოძიების პროცესში პოლიციამ მალევე შეძლო მამაკაცის მეუღლის ვინაობის დადგენა. ქალბატონის, რომელმაც გაგზავნილი თანხა გაანაღდა. მისი ვინაობა დაუყოვნებლივ გადასცეს კარდიცას პოლიციის დეპარტამენტს, რომელმაც ის დააკავა. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე თაღლითობის მუხლით.
გამოძიება კი გრძელდება ავტომობილის “მფლობელი” მამაკაცის ვინაობის დასადგენად.
