Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დაკავებულია 26 წლის ახალგაზრდა საბერძნეთში ემიგრანტების უკანონო შემოყვანა-ტრანსპორტირებისთვის

დაკავებულია 26 წლის ახალგაზრდა საბერძნეთში ემიგრანტების უკანონო შემოყვანა-ტრანსპორტირებისთვის

თესალონიკის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 26 წლის უცხოელი ქვეყნის შიგნით ემიგრანტების უკანონო ტრანსპორტირება-შემოყვანის, ძარცვის, დაშინების, თანამშრომლების მიმართ ძალადობის, გამოძალვისა და კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზაციისთვის.

გუშინ პოლიციამ 26 წლის მამაკაცი თესალონიკში, მენემენის მიტოვებულ საწყობში იპოვა და მიუხედავად იმისა, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციამ მისი დაკავება მაინც შეძლო.

პოლიციის განცხადების თანახმად მიტოვებულ საწყობში 26 წლის მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა 5 უცხოელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაკავებული პირისა და მისი თანამზრახველების დახმარებით ქვეყანაში ოთხი დღის წინ შემოვიდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდნენ ამ მიტოვებულ საწყობში, რადგან დაკავებული და მისი თანამზრახველები ძალის გამოყენებით მათგან მოითხოვდნენ ტრანსპორტირების შეთანხმებული თანხის გადახდას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *