Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

,,დიდი ბრიტანეთი” უკვე 150 წელია გვმასპინძლობს

,,დიდი ბრიტანეთი” უკვე 150 წელია გვმასპინძლობს

სასტუმრო ,,დიდი ბრიტანეთი“ ერთ-ერთია მსოფლიოში იმ რამოდენიმე სასტუმროთა შორის, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებს.

 

მთელი ამ ხნის მანძილზე სასტუმრო გამოირჩევა სხვადასხვა აქტივობებით, ტურებითა, თუ გამოფენებით.

სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე  ,,დიდი ბრიტანეთის“ ხელმძღვანელი პირები საზოგადოებას წარუდგენენ სასტუმროს საუკუნენახევრიან ისტორიას და ისაუბრებენ მის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებზე.

 

სასტუმროს ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალაქის ურბანული ცხოვრების სტილის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფორმირებაში.

,,დიდი ბრიტანეთის” 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული  მთელი რიგი ღონისძიებები ხაზს უსვამს სასტუმროს მუდმივ და მდგრად პოზიციას და ასევე იმ ფაქტსაც, რომ იგი, სტუმართმოყვარეობის ერთერთ მთავარ სიმბოლოდ აღიქმება და  ათენის  ყოველდღიურობას ასხივოსნებს.

მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ხანდაზმული და მდგრადი ისტორიის წყალობით, სასტუმრო ,,დიდმა ბრიტანეთმა”    ათენის საზოგადოების ღირსშესანიშნაობის ტიტული მოიპოვა და მისი რეპუტაციაც დროთა განმავლობაში უცვლელი რჩება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *