Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: პოლიციის ორმა თანამშრომელმა ერთსა და იმავე დღეს მოიკლა თავი, სავარაუდოდ მათ ჩანაწერები დატოვეს

შაბათს, დილის საათებში კრიტზე, პოლიციის ორმა ახალგაზრდა თანამშრომელმა თავი მოიკლა, ისინი  ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ თითქოს და თვითმკვლელობამდე დატოვეს ჩანაწერები, რომელშიც განმარტავდნენ მიზეზებს, თუ რის გამო გადადგეს ეს საბედისწერო ნაბიჯი, თუმცა ამ ჩანაწერების შინაარსი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

აღნიშნულია, რომ ორივე  თვითმკვლელობა ორ  განსხვავებულ შემთხვევას უკავშირდება.

პირველი ინციდენტი მოხდა კალო ხორიოში, სადაც 35 წლის პოლიციელი საკუთარი სახლის წინ იპოვეს ჩამოკიდებული.

პოლიციის წყაროების ცნობით 35 წლის მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და მას მორიგე ფსიქიატრი მკურნალობდა .

მეორე თვითმკვლელობა იმავე დღეს დილით სიტიაში მოხდა, სადაც 34 წლის პოლიციელი ესტავრომენოსის მიდამოებში, ზეთისხილის ბაღში აღმოაჩინეს.

ამავე წყაროს ცნობით, ის დასასვენებლად იყო წასული სიტიაში და მისმა მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც მას ეძებდნენ.

დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ მაშველებმა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

სავარაუდოდ, ორივე გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, პაგნიის საავადმყოფოში მიცვალებულებს შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდებათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *