Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

კრეტა: იერაპეტრაში ხანძარია – 8 ბოფორი სიმძლავრის ქარები ხანძარს ელვის სისწრაფით ავრცელებენ

კრეტა: იერაპეტრაში ხანძარია – 8 ბოფორი სიმძლავრის ქარები ხანძარს ელვის სისწრაფით ავრცელებენ

 112-ისგან შეტყობინება ევაკუაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით მიიღეს მავროს კოლიმბოს, ახლიას, აღია ფოტიას და ღალინის მაცხოვრებლებმა, რადგან იერაპეტრაში ხანძარი მთელი ტყის ტერიტორიას მოედო და არსებობს მისი გავრცელების საშიშროება 8 ბოფორი სიმძლავრის ქარების გამო.

სახანძრო-სამაშველო ძალებს ძალიან უჭირთ ხანძრის გაკონტროლება სწორედ ძლიერი ქარების გამო.

აღიოს ნიკოლაუსის მთებში ჯამში სულ სამ წერტილში გაჩნდა ხანძარი ბოლო ერთი საათის განმავლობაში. ძლიერ ქარებს კი გაჩენილი ხანძარი სანაპიროსკენ, დასახლებული ტერიტორიისკენ გადააქვთ.

სამი ხანძრის კერიდან ყველაზე სახიფათო მავრო კოლიმბოს ტერიტორიაზეა, რადგან იწვის ტყის ნაწილი. აღნიშულ ტერიტორიაზე 41 მეხანძრე, ორი საფეხმავლო განყოფილების ჯგუფი და 15 სახანძრო მანქანა მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად. პარალელურად ტერიტორიაზე მოძრაობს ორი ვერტმფრენი. ასევე მობილიზებულია იერაპეტრას მუნიციპალიტეტის სამოქალაქო დაცვა და ათეულობით მოხალისე, რომლებიც არ უშინდებიან ხანძარს და ცდილობენ მეხანძრეების დახმარებას. 

 

 ხანძარია მალესზეც, სადაც 4 სახანძრო მანქანა ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას და ამუდარესზე, სადაც 3 სახანძრო მანქანა მუშაობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *