Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: მან ცოლს სცემა იმის გამო, რომ ბავშვი ტიროდა

თესალონიკის სისხლის სამართლის სასამართლომ 34 წლის მამაკაცს, რომელმაც ცოლი სცემა იმის გამო, რომ ბავშვის ტირილმა გააღიზიანა, 12 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც ცნობილი გახდა, სამშაბათს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ბრალდებულმა ცოლთან ცხარე კამათი დაიწყო უფროს შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა დროსაც  მათმა ოთხი თვის შვილმა ტირილი დაიწყო, რადგან სააბაზანოში შესული დედა გამოსვლას აგვიანებდა რასაც მოჰყვა მამაკაცის მხრიდან ცოლზე ფიზიკური ძალადობა.

30 წლის ქალმა ჩვენებაში განაცხადა, რომ ქმარი პირველად მოიქცა მის მიმართ ძალადობრივად და სასამართლოს სთხოვა არ დაესაჯათ იგი ამ ქმედებისთვის.

” ეს ნებისმიერ ოჯახს შეიძლება დაემართოს, ჩემი ქმარი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და შვილებზე ვსაუბრობდით, ორივე ავღელდით და ასე მოხდა,  პირველად მოხდა მსგავსი რამ, მჯერა რომ მეორედ აღარ გაიმეორებს, რადგან ბოდიში მომიხადა”- განუცხადა სასამართლოს წარმოშობით ალბანელმა ქალმა.

სამედიცინო დასკვნის მიხედვით დაშავებულს ფიზიკური დაზიანებები სახის არეში სისხლჩაქცევებით აღენიშნებოდა, თუმცა 34 წლოს მამაკაცი უარყოფს  თავის არეში დარტყმის ფაქტს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *