Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: არასრულწლოვანმა პოლიციაში დარეკა, რათა დედა მოძალადე მამისგან გადაერჩინა

თესალონიკი: არასრულწლოვანმა პოლიციაში დარეკა, რათა დედა მოძალადე მამისგან გადაერჩინა

კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის მძიმე შემთხვევა. მსხვერპლი 44 წლის დედაა, რომლის გადასარჩენადაც მისმა არასრულწლოვანმა შვილმა პოლიციას მიმართა. როგორც პოლიციის განცხადებიდან გახდა ცნობილი 50 წლის მოძალადეს წარსულში არაერთი სისხლისსამართლებრივი ბრალდება ჰქონდა წაყენებული.

50 წლის მამაკაცი 15 წლის შვილის საჩივრის შემდეგ დაუყოვნებლივ დააკავეს. 15 წლის ბიჭმა ჩვენებაში განაცხადა, რომ მამამისი სისტემატიურად ძალადობდა როგორც დედაზე, ასევე მასზეც. 

არასრულწლოვანმა პოლიციაში მას შემდეგ დარეკა რაც გაიგო, რომ დედამისი მამამისთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა. განაცხადა, რომ მათი წარსულიდან გამომდინარე შეშინდა და იგრძნო, რომ რადგან დედის გვერდით არ იმყოფებოდა ვერ შეძლებდა მის დაცვას. 

დაკავებული წარმოშობით ალბანეთიდან არის. იგი ოთხშაბათს დილით ოჯახური ძალადობისთვის და არასრულწლოვნისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის დააკავეს. 

ცნობილია, რომ დაკავებული იძებნებოდა წვრილმანი დანაშაულებისთვის და წარსულში მას მისჯილი ჰქონდა პატიმრობაც.

ძალადობის მსხვერპლ ქალბატონს არ უნდოდა რომ მისი მეუღლე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ეს არის დანაშაული, რომელის აღმოსაფხვრელადაც საჩივრის გარეშეც იღძვრება საქმე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *