Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პანგრატზე ჯიხური გაძარცვეს 

პანგრატზე ჯიხური გაძარცვეს 

2 დღის წინ პანგრატზე ჯიხური გაძარცვეს. მძარცველს სახე დაფარული ჰქონდა კაპიშონითა და ნიღბით. მან ჯიხურში მყოფ გამყიდველს თავში ჩაარტყა და ხერხის მუქარით სალარო ამოაცარიელა. თანხასთან ერთად მძარცველმა სხვადასხვა სახის პროდუქციაც წაიღო ჯიხურიდან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნული ჯიხური გაძარცვეს. ზუსტად იგივე პიროვნება, ცოტა ხნის წინ, დანის მუქარით შეიჭრა იმავე ჯიხურში და მიითვისა გარკვეული რაოდენობის თანხა.

გამოძიებამ მძარცველის იდენტიფიცირება მისი ანაბეჭდებით მოახდინა, რადგან ორივე შემთხვევის დროს ახალგაზრდას მხოლოდ ერთი ხელთათმანი ეცვა.

გამყიდველმა, რომელიც ჯიხურში მუშაობდა, სამსახური დატოვა, რადგან დიდი შოკი მიიღო ძარცვის შედეგად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *