Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

Survivor-ის ყოფილი მონაწილე კოსტას პაპადოპულოსი 14 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Survivor-ის ყოფილი მონაწილე კოსტას პაპადოპულოსი 14 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

გადაიდო სასამართლო პროცესი, რომელზეც უნდა განხილულიყო სატელევიზიო გადაცემა Survivor-ის ყოფილი მონაწილისა და ბიზნესმენის კოსტას პაპადოპულოსის საქმე, რომელსაც ბრალად 14 წლის არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა ედება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული ბავშვს ფიზიკურად იმიტომ გაუსწორდა, რომ მისი საკონდიტროდან, რომელიც მენიდში მდებარეობს, 2-ჯერ მოიპარა მის მეგობრებთან ერთად. 

არასრულწლოვანი ჩვენებაში აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშბდა როცა ბრალდებული მიუახლოვდა, დაემუქრა და ტელეფონის მიცემა მოსთხოვა და შემდეგ თავში ურტყა მუშტები: “არ ვიცი რა მოპარეს, ან როდის. ფაქტია მე დამიჭირა და მუშტები და გასაღები მირტყა თავში. ხელი ყელში წამიჭირა და საბარგულში ჩამაგდო. ვუთხარი რომ მე არაფერი მომიპარავს. რომ დამინახა სისხლი მდიოდა თავი დამანება.”

დაზარალებულის ბაბუამ განაცხადა: “თუ მოგპარა ჩემო ბატონო, და არ უარვყოფ რომ მოიპარა, არაფრის დამტკიცებას ვცდილობ, რატომ არ დარეკე პოლიციაში?”

თავად ბრალდებულმა კი განაცხადა: “ჯერ დედაჩემს მოპარეს ჩანთა, შემდეგ ერთ-ერთი თანამშრომლის მობილური ტელეფონი მოიპარეს. ვიცოდი ვინც იყვნენ, რა გზითაც გადაადგილდებოდნენ, ამიტომ სწორედ იმ გზაზე დავხვდი. წინა დღეს დედაჩემის ჩანთა მისი საბუთებით და ბარათებით გადაგდებული ვიპოვე. თავიდან ხუთნი იყვნენ მაგრამ გაიქცნენ, მხოლოდ ის დავიჭერე (საუბრობს 14 წლის ბიჭზე). თან ჰქონდა მოპარული ტელეფონიც. მანქანაში ჩავისვი რომ პოლიციაში წამეყვანა. მძიმე კრიმინალური წარსული აქვს ამ ბავშვს, მთელი ორი ფურცელი სავსე კანონდარღვევებით.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *