Silver Alert-ით ძებნილი 69 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ორშაბათს ღამით (1/5) კოლონოსში 69 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, რომელიც შაბათს, 29 აპრილს საღამოს საათებში აბელოკიპის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცი, ჯერჯერობით დაუზუსტებელ ვითარებაში, „ოპელის“ მარკის ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცის საპოვნელად ამოქმედდა Silver Alert საძიებო სისტემა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამედიცინო ექსპერტი, გარდაცვალების ზუსტი მიზეზები კი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება
Facebook Comments Box
