Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: ნათლობაზე მიწვეულმა ბავშვს ნათლობის ჯვარი მოპარა

ნათლობის ცერემონიის შემდეგ ახალშობილისთვის  ნათლობის ჯვრის მოპარვის უპრეცედენტო ინციდენტს ქონდა ადგილი თესალონიკში.

როგორც ირკვევა ჯვარი 7 თვის ბავშვს ნათლობის შემდეგ   მოხსნეს.

როდესაც ცერემონია  დასრულდა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ბავშვს კისერზე  ჯვარი აღარ ეკეთა.

„ სახლში რომ დავბრუნდით დედამთილმა შემატყობინა, რომ ბავშვს ჯვარი არ ეკეთა.

მეორე დილით წავედით ბავშვის ნათლიასთან შესახვედრად და მკითხა, სად იყო ჯვარი, ყველგან ვეძებდით, ყველა სტუმარს დავურეკე, მაგრამ უშედეგოდ,  არის ფოტო რომელზეც ბავშვს ჯვარი  უკეთია, ეს ნიშნავს, რომ ის მოპარულია  ნათლობის შემდეგ.

გამიჭირდა ასეთი რამის დაჯერება,  Სირცხვილია, ვინც ეს გააკეთა მონსტრია”- განაცხადა ბავშვის დედამ.

აღსანიშნავია,  რომ ჯვრის გარდა, მოიპარეს საქორწინო ბეჭედი და მობილური ტელეფონიც.

აღნიშნულ ფაქტზე დედამ პოლიციაში სარჩელი შეიტანა უცნობ პირთა წინააღმდეგ.

ძირითად მოტივად მორალური ზიანი დასახელდა, რადგან მისი განცხადებით აღმაშფოთებელია არა ნივთის ღირებულებით გამოწვეული ზარალი, არამედ ნათლობის ცერემონიის მიმართ  გამოხატული უპატივცემულობა.

საბერძნეთის პოლიცია მძარცველის გამოსავლენად გამოძიებას აწარმოებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *