ტოლის დაკარგვა ძალიან გამიჭირდა, თუმცა მადლობელი ვარ იმ გზისა, რაც ერთად გავიარეთ – ანჯელა გერეკუ
ტოლის დაკარგვა ძალიან გამიჭირდა, თუმცა მადლობელი ვარ იმ გზისა, რაც ერთად გავიარეთ – ანჯელა გერეკუ
ანჯელა გერეკუმ გადაცემა «Μεγάλη Εκόνα»-ში ისაუბრა, თუ როგორ გაუჭირდა ტოლის ვოსკოპულოსის დაკარგვა და მიმოიხილა ზოგადად მისი კარიერაც.
მსახიობთან ინტერვიუ კუნძულ კერკერაზე შედგა. ტელესერიალ «Γη της Ελιάς»-ზე საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ ეს სერიალი საჩუქარივითაა მის ცხოვრებაში და ეს საჩუქარი ზუსტად ისეთ დროს მიიღო, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მსახიობმა ისაუბრა მის მეუღლეზე, ტოლის ვოსკოპულოსზეც, რომელიც ცოტახნის წინ გარდაიცვალა: “ჩვენი თანაცხოვრების პირველი წლები ამ სახლში გავატარეთ. არ მაწუხებს შეკითხვები ტოლიზე. უბრალოდ ვფრთხილობ, რომ სწორად შევარჩიო სიტყვები, რომლებიც ზუსტად აღწერენ იმ მძაფრ და ამაღელვებელ 25 წელს, რომელიც გავატარე ამ ადამიანთან. ამ შეგრძნებების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე.. მადლიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან გავატარე. მართალია, რომ მის გარდაცვალებასთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ ვთვლი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, რადგან გავაგრძელე იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ერთად შევქმენით და იმ ადამიანის სულის შეცნობა, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.”


