Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

კარაივაზის მკვლელობა: ორი დაკავებული ხვალ სასამართლოს წინაშე წარსდგება

2021 წლის აპრილში, ალიმოში, ჟურნალისტ გიორგო კარაივაზის ცივსისხლიან მკვლელობაში და ასევე მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა,  სხეულის დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული  40 და 48 წლის  ძმები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, თუმცა ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ცნობილი ჟურნალისტის  მკვლელობასთან.

კარაივაზის  მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატი ათანასია სტავრისი ამტკიცებს,  რომ მათ არ აქვთ კრიმინალური წარსული  და არ არიან ნასამართლევები.

ასევე, იმ მასალებთან  დაკავშირებით, რომლებმაც დღის სინათლე იხილა და მკვლელობის საქმეს  ორი ძმა დაუკავშირა, ადვოკატი  აცხადებს, რომ მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები  არასაკმარისია, საქმეში არსებული დეტალები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და აღინიშნება ლოგიკური ლაფსუსები.

დაკავებულები გარდა გიორგო კარაივაზის მკვლელობისა, სავარაუდოდ  მოკრივის მკვლელობაშიც არიან ჩართული, ხოლო მიმდინარეობს   მტკიცებულებების მოპოვება იმის დასადგენად, მონაწილეობდნენ თუ არა  ისინი კიდევ ორ მკვლელობაში ვრილისიასა და გერაკაში.

საბერძნეთის პოლიციისა და უშიშროების  მაღალი თანამდებობის პირების განცხადებით კარაივაზის მკვლელობისთვის ორი  პირის დაკავება მხოლოდ დასაწყისია და   მიმდინარეობს პროცესი მტკიცებულებების შეგროვებისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისთვის მორალური დამნაშავის, ანუ იმ ადამიანის, ვინც  უშუალოდ გასცა ჟურნალისტის მკვლელობის  ბრძანება.

საქმის მასალებში მოხსენიებულია კიდევ სამი ეჭვმიტანილი , რომელთაგან ერთი ციხეშია.

პოლიციის მაღალჩინოსნების განცხადებით ისინი ახლოს არიან მთავარი შემკვეთის გამოვლენასთან და ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დაკავება მხოლოდ დროის საკითხია.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე წინასწარი ვარაუდით და დიდი ალბათობით ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა შეიძლება უკავშირდებოდეს საბერძნეთში ბოლო წლებში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებს.

როგორც ირკვევა  ჟურნალისტს ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია  და კონკრეტული მტკიცებულებები, რომელთა გამჟღავნებაც გარკვეული პირების ინტერესებში არ შედიოდა.

რაც შეეხება იმას, რომ პირველი დაკავებები გამოცხადდა ჟურნალისტის მკვლელობიდან მხოლოდ  ორი წლის შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსნების განმარტებით ეს დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტთან,  რომ ჩასატარებელი იყო  საფუძვლიანი გამოძიება, გასაანალიზებელი იყო 350-ზე მეტი ვიდეო და რაც მთავარია, უკვე დაკავებული ორი პირი სასამართლო პროცესზე უნდა  წარმდგარიყო  საქმის დადასტურებული  მასალებით, არა  ვარაუდებით არამედ  მტკიცებულებებით, რასაც გარკვეული დრო ჭირდებოდა.

ჟურნალისტის მკვლელობის  დაგეგმვის  და აღსრულების ყველა საფეხური დეტალურად არის გაანალიზებული ატიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის  მიერ მოპოვებული  მასალებისგან შედგენილ  მრავალგვერდიან  საქმეში,  რომელსაც  პრესა აქვეყნებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *