Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ჰიდრაში კატაზე მოძალადე 58 წლის მამაკაცმა ღამე ციხეში გაატარა – ის მომხდარის გამო ბოდიშს იხდის

ჰიდრაში კატაზე მოძალადე 58 წლის მამაკაცი გამომძიებლის წინაშე სავარაუდოდ დღეს წარსდგება.

გუშინ პროკურატურაში გადაყვანის  შემდეგ  მან ღამე პატიმრობაში გაატარა.

ცხოველზე მოძალადეს, მის მიერ განხორციელებული სისასტიკის გამო დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 15 000 ევროს ოდენობით  იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიღებული დაზიანებების შემდეგ იცოცხლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 30 000- 50 000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

ის ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და კვლავ აღნიშნავს, რომ  ცხოველზე განგებ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა მიღებული მკაფიო მითითებებისა და რესტორნის ქვემოთ მდებარე მაღაზიის მფლობელის საჩივრის შემდეგ, სადაც 58 წლის დამნაშავემ კატა 8 მეტრის სიმაღლის  ვერანდიდან გადმოაგდო, საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად იმოქმედეს.

მამაკაცი მაშინვე დააკავეს და წაიყვანეს განყოფილებაში.

რამდენიმე საათის შემდეგ დამატებითი განცხადების გასაკეთებლად დაურეკეს  თვითმხილველ ქალბატონს, რომელმაც საჩივარი შეიტანა, სადაც  ის ადასტურებს, რომ ცხოველი დაცემისას ცუდ  მდგომარეობაში იყო, თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო.

გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის ცხოველის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დიდი ალბათობით ის იცოცხლებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *