საბერძნეთი:უამინდობა კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება
გუშინ, სამშაბათიდან ამინდი საგრძნობლად გაუარესდა ძლიერი წვიმითა და შტორმით , რასაც თან ახლდა ელვისა და სეტყვის მაღალი სიხშირე.
არამდგრადი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ასევე დღეს- ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
დილით იონიაში ადგილ-ადგილ ძლიერი წვიმა და შტორმი, შუადღიდან დღის მეორე ნახევარში კი კონტინენტურ ზონაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
ქვეყნის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დასავლეთ მატერიკზე წვიმა.
ატიკის რეგიონში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა ადგილობრივი წვიმებით და ძირითადად დასავლეთის სპორადული შტორმით.
ქარი: სამხრეთ-აღმოსავლეთის 3-დან 5 ბოფორტამდე.
ტემპერატურა: 13-დან 23 გრადუსამდე
ცენტრალურ ნაწილებში იქროლებს ძლიერი ქარი, რასაც მოჰყვება სეტყვა, ძირითადად მცირე დიამეტრის.
გვიან შუადღისას და საღამოს საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა წრიულ კუნძულებსა და კრიტზე.
ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში 7-დან 21 გრადუსამდე იქნება, დასავლეთ მაკედონიაში 6-დან 15 გრადუსამდე, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 9-დან 19 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 10-დან 20 გრადუსამდე
12-დან 21 გრადუსამდე წრიულ კუნძულებზე და 24 გრადუსამდე კრიტზე.
12-დან 24 გრადუსამდე აღმოსავლეთ ეგეოსისა და დოდეკანისის კუნძულებზე.
ქარი თავდაპირველად ეგეოსის ზღვაში აღმოსავლეთის მიმართულებიდან იქროლებს, 4- დან 6 ბოფორტამდე, შუადღის საათებში კი იმავე ინტენსივობით გადაიზრდება სამხრეთისკენ, ხოლო საღამოდან თანდათან შესუსტდება.
