Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სისხლიანი ეპიზოდი კაფე-ბარში – დაშავებულია 37 წლის ახალგაზრდა 

სისხლიანი ეპიზოდი კაფე-ბარში – დაშავებულია 37 წლის ახალგაზრდა სირიიდან

ორშაბათს გამთენიის 02:00 საათზე  აღიოს პანდელეიმონზე მდებარე კაფეში მომხდარ ჩხუბში მონაწილე 37 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.

ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევა ახარნონის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფე-ბარში მოხდა, სადაც ახალგაზრდები ჩილიმის მოსაწევად იყვნენ შესულები. 

იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით 37 წლის მამაკაცი კაფე-ბარის შესასვლელთან გაჩერდა, სადაც შელაპარაკება მოუვიდა კაფე-ბარში მყოფ მუდმივ კლიენტებთან, რომლებიც დაზარალებულს თავს დაესხნენ და სკამებით სცემეს.

ინციდენტის შემდეგ დაშავებული პოლიციაში წავიდა და საჩივარი დაწერა თავდამსხმელების წინააღმდეგ. 

საჩივრის მიღების შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. 

დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *