სიღრუ: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა
სიღრუ: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა
კვირას გამთენიის 5:00 საათზე, სიღრუს გამზირზე კალითეას სიმაღლეზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომანქანა ბარდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. შეჯახების შედეგად მანქანის მძღოლი და მგზავრი მსუბუქად დაშავდნენ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა 3 სახანძრო სამაშველო მანქანა, 9 მეხანძრესთან ერთად, რომლებმაც მანქანაში გამომწყვდეული მგზავრი გადმოიყვანეს მანქანიდან.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.
აღსანიშნავია, რომ მანქანის მძღოლი გამვლელების დახმარებით გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა მგზავრის მანქანიდან გადმოსაყვანად სახანძრო-სამაშველო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ავარიის გამომწვევ მიზეზებზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებს კალითეას საგზაო პოლიცია, მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტი, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის დროს.
