Latest news
საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ქურდმა მოპარული თანხით მანქანა იყიდა

ქურდმა მოპარული თანხით მანქანა იყიდა

ხუთშაბათს გამთენიისას წამიც კი არ დაუკარგავს ქურდს, რომელიც მესოლონგიუს ტერიტორიაზე გაჩერებულ ფურგუნში აიპარა და ათასობით ევრო მოიპარა. 

ბოროტმოქმედმა მანქანაში აღმოაჩინა კონვერტი, რომელშიც 16 125 ევროს ოდენობის თანხა იდო. დამნაშავე სასწრაფოდ გაემართა ქურდობის ადგილიდან ეტეოკლიოს ტერიტორიაზე, სადაც შეიძინა 10 000 ევროს ღირებულების ავტომანქანა.

მანქანის ყოფილ მეპატრონეს აზრადაც არ გაუვლია, რომ თანხა, რომელიც მანქანის სანაცვლოდ გადაუხადეს, მოპარული იყო.

თუმცა დამნაშავემ შენაძენით დიდხანს გახარება ვერ მოასწრო, რადგან მისი ვინაობის დადგენა პოლიციამ მალევე მოახერხა. ბოროტმოქმედი პოლიციამ მანქანის შეძენის დღესვე დააკავა და გადაიყვანა პროკურორთან დაკითხვაზე. მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *