Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ექსარხია: გამთენიისას მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებულია 3 პოლიციელი და დაკავებულია 9 პირი

ექსარხია: გამთენიისას მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებულია 3 პოლიციელი და დაკავებულია 9 პირი

პარასკევს გამთენიისას, მაშინ როცა დედაქალაქის მოსახლეობას სახლებში მშვიდად ეძინათ, ექსარხიაზე ანარქისტებისა და პოლიციელების ხელჩართული “ბრძოლა” მიმდინარეობდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თემისტოკლესა და მეტაქსას ქუჩების კვეთაზე მდებარე MAT-ის რაზმს ოცამდე ადამიანი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა 5-6 მოლოტოვი ესროლეს პოლიციელების რაზმს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციელებს, რომლებიც დამნაშავეებს აედევნნენ, ვიწრო ქუჩებში დაუშინეს ქვები და ბოთლები, რის შედეგადაც 3 პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა 21 ადამიანის დაკავება შეძლეს, რომელთაგანაც 9 პატიმრობაში დარჩება.

რა იწვევს მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მსგავსი ტიპის განხეთქილებებს თუ ურთიერთობის ორივე მხარე პირნათლად ასრულებს როგორც მის მოქალაქეობრივ ასევე მის სამართლებრივ-სამსახურეობრივ-დაკისრებულ მოვალეობას?!

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *