Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

მიწის ნაკვეთები სანაგვეებად არის ქცეული – რას ამბობს ვარის მოსახლეობა

მიწის ნაკვეთები სანაგვეებად არის ქცეული – რას ამბობს ვარის მოსახლეობა

გუშინ 60-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ “რთული ზაფხული”, რომელსაც სინოპტიკოსები და სამოქალაქო დაცვის სამინისტრო უწინასწარმეტყველებდა საბერძნეთს, უკვე აქ არის.

გუშინდელი ხანძარი, რომელიც ვარი-კოროპის ტერიტორიაზე, ვიდეოკადრების თანახმად, განზრახ გააჩინეს. ვიდეო მასალაში ჩანს თუ როგორ უკიდებს უცნობი პირი გამხმარ ბალახს ცეცხლს და გარბის. მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარებმა კი ამ ნაგვით სავსე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელებას ელვის სისწრაფით შეუწყო ხელი. 

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორია გაივსო ნაგვით და სწორედ დაუსუფთავებელი მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ მომაკვდინებელ საფრთხეს დასახლებული ტერიტორიისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში სიცხის ტალღა და ძლიერი ქარები დღითიდღე უფრო ჩვეული მოვლენა ხდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *