Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ავტოსაგზაო შემთხვევა ეგინაში: სკოლის ავტობუსს ხელის მუხრუჭი დაუზიანდა – სამი მოსწავლე საავადმყოფოშია

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, ხუთშაბათს  შუადღისას ეგინაში, კონკრეტულად წმინდა ნექტარიოს მონასტრის გარეთ.

გავრცელებული  ცნობით,   წმინდა ნექტარიოს მონასტრის ავტოსადგომზე  ერთმანეთის პირისპირ გაჩერებული ორი ავტობუსიდან,  ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, ერთ-ერთი მათგანის  ხელის მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა და მოულოდნელად ადგილიდან დაიძრა, რის შედეგადაც  ორ ავტობუსს შორის მოყოლილი  სამი მოსწავლე დაშავდა.

პირველადი ინფორმაციით  ავტობუსს მონასტრის მოსანახულებლად ჩასული მოსწავლე- ექსკურსანტები გადაჰყავდა.

დაშავებული მოსწავლეები ამ ავტობუსის მგზავრები არ იყვნენ, ისინი  შემთხვევის მომენტში  სხვა ავტობუსიდან ჩამოვიდნენ.

სამივე მათგანი  ეგინას ჯანმრთელობის ცენტრშია გადაყვანილი.

ერთი მოსწავლის  მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე  არ ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ავტობუსის მუხრუჭის დაზიანება.

შემთხვევის გამომწვევ მიზეზს ეგინას პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *