ევია: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი
ევია: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი
შაბათს, 29 ივნისს, ევიაზე, კონკრეტულად კი კარისტოს რეგიონში ორი შვილის დედამ პოლიციაში ქმარს ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა.
eviathema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი მძიმედ იყო ნაცემი.
საჩივრის შესვლის თანავე პოლიციამ მოძალადე ძებნაში გადასცა და შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოების შედეგად კვირას საღამოს ძებნილის დაკავებაც შეძლეს.
დაკავებული დაკითხვის შემდეგ საქმის სრულად გამოძიებამდე გაათავისუფლეს, ძალადობის მსხვერპლს კი გადაეცა პანიკის ღილაკი საჭიროების შემთხვევაში პოლიციის დაუყოვნებლივ გამოსაძახებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ქალბატონს წარსულშიც ჰქონდა შეტანილი საჩივარი ძალადობისთვის, 2021 წელს. მისი მეუღლე ქალზე სისტემატიურად ძალადობდა.
Facebook Comments Box
