Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ბრიტანელი ტურისტები აივნიდან გადმოვარდნენ 

ბრიტანელი ტურისტები აივნიდან გადმოვარდნენ 

კუნძულ ზაკინთსზე, ლაღანას რეგიონში ორი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. უბედური შემთხვევის მსხვერპლები ერთმანეთს არ იცნობდნენ, არც ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. ერთადერთი რამ რაც მათ აკავშირებთ არის მიზეზი, რომელმაც ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მეორე კი ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. 

პირველი უბედური შემთხვევა შუადღის 15:00 საათზე მოხდა. 23 წლის ტურისტმა ბრიტანეთიდან, რომელიც აივნიდან გადმოძრომას ცდილობდა, წონასწორობა დაკარგა, გადმოვარდა და მიწას თავით დაასკდა. დაცემის შედეგად ტურისტს გონება არ დაუკარგავს, წამოდგა და სცადა, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება საბოლოოდ ვერ მოახერხა, დაეცა და გონება დაკარგა. დაშავებული ზაკინთოს საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც დადგინდა რომ 23 წლის ახალგაზრდას აღარ აღენიშნებოდა არანაირი სიცოცხლის ნიშანი.

რამდენიმე საათით ადრე, ოთხშაბათს გამთენიისას კი კიდევ ერთი ბრიტანელი ტურისტი გადმოვარდა იმ სასტუმროს აივნიდან, რომელშიც ცხოვრობდა. აღნიშნული პირი ვარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში განთავსება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *