Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სერესი: ადგილობრივ დღესასწაულზე მამაოებმა მუსიკალური ნომერი შეასრულეს

სერესი: ადგილობრივ დღესასწაულზე მამაოებმა მუსიკალური ნომერი შეასრულეს

საბერძნეთში, კერძოდ სერესზე გამართულ ტრადიციულ ადგილობრივ დღესასწაულზე დამსვენებლები და ადგილობრივი მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის შემსწრენი გახდნენ.

ტრიანდაფილიას რაიონში გამართულ ადგილობრივ დღესასწაულზე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მიკროფონი აიღო და ცნობილი ბერძენი კომპოზიტორისა და მომღერლის, ვასილის ციცანისის სიმღერა „გერაკინას ვაჟი“ შეასრულა.

სიმღერის მელოდიის გაგონებაზე მეორე მღვდელმა ცეკვა დაიწყო და ტრადიციული ბერძნული ზეიბეკიკო შეასრულა. 

სოც. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამხნევებენ სასულიერო პირებს დამსწრეები ტაშით და ცეკვის დროს ხელსახოცებს ესროდნენ. აღნიშნული ბერძნული ტრადიციაა, რომლითაც მოცეკვავის მიმართ მაყურებლები პატივისცემასა და აღფრთოვანებას გამოხატავენ.

https://www.facebook.com/reel/1773987793593683

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *