Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გაუსაძლისი სიცხეების გამო კერძო სექტორისთვის სამუშაოების შეჩერების ბრძანება გაიცა – შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გაუსაძლისი სიცხეების გამო კერძო სექტორისთვის სამუშაოების შეჩერების ბრძანება გაიცა – შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საგანგებო ზომებს იღებს კერძო სექტორის მუშაკების სითბური სტრესის გადასაჭრელად სიცხის ტალღის გამო და გასცემს ბრძანებას, რომ 2024 წლის 16 ივლისიდან 2024 წლის 19 ივლისის პარასკევის ჩათვლით კომპანიებმა დისტანციურად იმუშაონ.

უფრო კონკრეტულად კი 16 ივლისს სავალდებულოა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ კომპანიები, რომლებსაც დეპარტამენტები აქვთ მაკედონიაში, თრაკში, იპიროსა და დასავლეთ და აღმოსავლეთ ცენტრალურ საბერძნეთში. ამ რეგიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი, რაც თავისთავად მოიაზრებს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე სამუშაო მოქმედებების სრულიად შეჩერებას, რომლებიც ღია სივრცეში სრულდება.

ხოლო ოთხშაბათს 17 ივლისს პარასკევის 19 ივლისის ჩათვლით ისევ სავალდებულოა შეჩერდეს ყოველგვარი ღიაცის ქვეშ შესრულებული სამუშაო 12:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით.

აკრძალვები არ ვრცელდება საქმიანობებზე, რომელიც ეხება მნიშვნელოვან და სოციალურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჯანდაცვის სექტორში.

ხოლო კერძო სექტორის იმ თანამშრომლებისთვის რომელთა სამუშაოს შესრულებაც შესაძლებელია დისტანციურადაც გაცემულია ბრძანება, რომ მომდევნო 4 დღის განმავლობაში განაგრძონ დისტანციურად მუშაობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *