Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა დედას, რომელმაც ჩვილი ბავშვი ავტომობილში ჩაკეტილი დატოვა

22 წლის  გოგონას, რომელმაც   ოთხი თვის ბავშვი  სავაჭრო ცენტრის   ავტოსადგომზე მანქანაში მარტო დატოვა და მეგობართან ერთად საყიდლებზე წავიდა, ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილის დედამ და მისმა 27 წლის მეგობარმა, რომელიც ავტომობილის მძღოლი იყო, ჩვილი ნახევრად ჩაწეული ფანჯრით ავტომობილში დატოვეს, რათა საყიდლებზე წასულიყვნენ სავაჭრო ცენტრის  ტერიტორიაზე.

მიტოვებული ჩვილი გამვლელმა შენიშნა ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში და პოლიციას შეატყობინა, ხოლო ალბანური წარმოშობის დედა და მისი მეგობარი  დააკავეს.

ბავშვს  სავარძელზე ეძინა,   ამიტომ  სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

როცა დედა მანქანამდე მივიდა, ჩვილმა გაიღვიძა და გაუჩერებლად ტიროდა.

„არსად მქონდა დასატოვებელი და თან წავიყვანე რადგან ჩემი ქმარი სამსახურში იყო.

მანქანაში დავტოვე, რადგან ეძინა, მინდოდა სწრაფად  დაბრუნება  მაგრამ სალაროსთან ბევრი ხალხი იყო და დამაგვიანდა”- აცხადებს ბავშვის დედა

დაკავებული რომელიც სამი შვილის დედაა, სასამართლოს წინაშე ბოდიშს იხდის და ნანობს მომხდარის გამო, რაც შეეხება ავტომობილის 27 წლის მძღოლს, ის პროკურორის სიტყვიერი ბრძანებით გაათავისუფლეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *