Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
მსოფლიო

ბრიტანეთში დღეს მეფე ჩარლზის საზეიმო კორონაცია გაიმართა

დღეს მთელი მსოფლიოს  მზერა  მიმართულია  მეფე ჩარლზ მესამის  და მისი „მარადიული“ შეყვარებულის, სამეფო მეუღლის, კამილას ისტორიულ კორონაციაზე, რომელიც ოფიციალურად მიიღებს დედოფლის ტიტულს.

ბრიტანეთის სამეფო წყვილის კორონაცია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება და მას 2300 სტუმარი დაესწრება, მათ შორის მეფეები და დედოფლები მთელი მსოფლიოდან, სახელმწიფოს მეთაურები, არისტოკრატია და სამეფო ოჯახის გამოჩენილი წევრები.

74 წლის ჩარლზი, დედოფალ ელიზაბეთის უფროსი ვაჟი, ათწლეულების განმავლობაში ელოდა ტახტზე  ასვლას.

გასული წლის სექტემბერში 96 წლის ასაკში ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მემკვიდრე, ოფიციალური კორონაციის გარეშე გამოცხადდა მეფედ.

ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ ბრიტანეთის სამეფო და სამეფო მეუღლის კორონაციის ცერემონია გაიმართება ვესტმინსტერის სააბატოში,  შაბათს, 6 მაისს, 11 საათზე (ადგილობრივი დროით).

ცერემონიის დაწყებამდე ჩარლზი და კამილა ბუკინგემის სასახლიდან გაემგზავრებიან სამეფო ეტლით, რომელიც დედოფალ მა ელიზაბეთმა  ბრილიანტის იუბილეზე გამოიყენა.

სამეფო წყვილის ეტლი გაივლის მარშრუტს  ტრაფალგარის მოედნის გავლით  პარლამენტის ქუჩის გასწვრივ,  ვესტმინსტერის სააბატომდე.

ცერემონიას წარუძღვება კენტერბერის არქიეპისკოპოსი და შედგება რამდენიმე  ეტაპისგან.

პირველ ეტაპზე ჩარლზი დადგება კორონაციის კათედრასთან და კენტერბერის არქიეპისკოპოსი წარუდგენს მას დამსწრეებს.

მეორე ეტაპზე  ჩარლზი ფიცს დადებს ინგლისის ეკლესიისა და კანონის წინაშე.

არქიეპისკოპოსი მას 4 კითხვას უსვამს, რომლებზეც მეფე პასუხობს და ადასტურებს მის რწმენას პროტესტანტული რელიგიის მიმართ, რის შემდეგაც  მეფე ჯდება კორონაციის სავარძელში და მთავარეპისკოპოსი სცხებს მას იერუსალიმის  წმინდა ზეთს.

ეს არის პირადი მომენტი, რომელსაც კამერები ვერ დააფიქსირებენ. იგივე მოხდა ელისაბედის კორონაციაზე 1953 წელს.

მეფეს გადაეცემა ორი კვერთხი, კვერთხი მტრედით, რომელიც განასახიერებს მონარქის სულიერ როლს და ხელმწიფის კვერთხი ჯვრით, რომელიც სიმბოლოა მეფის ავტორიტეტისა დ ასევე სამეფო ბეჭედი.

ჩარლზ III-ის კორონაციის დასრულების შემდეგ, იწყება  სამეფო მეუღლის კამილას კორონაციის ცერემონია, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც დედოფალს.

კამილა ატარებს გვირგვინს, რომელიც გამოიყენეს დედოფალ მარიამის კორონაციაზე.

დედოფალს  ცერემონიაზე ორი საპატიო ქალბატონი, მისი და ანაბელ ელიოტი და მისი ახლო მეგობარი ლედი ლენსდონი გაჰყვება.

კორონაციის ცერემონიის შემდეგ, მეფე და დედოფალი ამჯერად ოქროს ეტლით დაბრუნდებიან ბუკინგემის სასახლეში, ხოლო მათთან ერთად იქნებიან  სამეფო ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის პრინცი უილიამი , უელსის პრინცესა და მათი სამი შვილი, 9 წლის პრინცი ჯორჯი, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს კორონაციის ცერემონიაში, 8 წლის პრინცესა შარლოტა და 4 წლის პრინცი ლუი.

ბუკინგემის სასახლეში დაბრუნების  შემდეგ სამეფო ოჯახის  სასახლის აივანზე გამოჩნდებიან, სადაც ხალხს მიესალმებიან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *