Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კვიპროსი: პოლიციამ ორი დანახშირებული ადამიანის ცხედარი იპოვა

კვიპროსი: პოლიციამ ორი დანახშირებული ადამიანის ცხედარი იპოვა

ლემესოში ლისტოვუნოს ტერიტორიაზე პოლიციელებმა შუაღამის შემოწმებისას დამწვარი ავტომანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც ორი ადამიანის დანახშირებული ცხედარი იყო.

სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამ დრომდე უცნობია საქმე მკვლელობასთან აქვთ, უბედურ შემთვევასთან თუ თვითმკვლელობასთან.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია და დანაშაულის ადგილას იკრძალება ნებისმიერი სამოქალაქო პირის შესვლა. დაიწყო გამოძიება, რომელიც ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას რათა დადგინდეს ნაპოვნი ცხედრების სქესი.

ერთ-ერთი ცხედარი იმყოფებოდა საჭესთან ხოლო მეორე კი უკანა სავარძელზე. გამოძიებისთვის უცნობია თავიდანვე ამ ადგილას იმყოფებოდა თუ არა ორივე პირი, რადგან როგორც ჩანს ადამიანი, რომლის ცხედარიც უკანა სავარძელზე იპოვეს, ცდილობდა მანქანიდან თავის დაღწევას მაშინ, რომცა ავტომანქანა ცეცხლის ალში გაეხვა.
რთულია დადგინდეს მანქანის მეპატრონის ვინაობაც, რადგან ხანძრისგან მანქანის ნომრებიც კი განადგურებულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *