Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ორმაგი ტრაგედია ბალტიის ზღვაში, ბავშვი და დედა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ

შვიდი წლის ბიჭი პოლონეთიდან და მისი დედა ტრაგიკულად დაიღუპნენ ბალტიის ზღვაში, გემიდან გადავარდნის შედეგად.  საქმეს შვედეთის ხელისუფლება იძიებს.

ტრაგედია მოხდა ხუთშაბათს (29 ივნისს), ბავშვი გემბანიდან, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ზღვაში გადავარდა. მის კვალდაკვალ ზღვაში გადახტა ბავშვის დედა, რომელიც შვილის გადარჩენას ცდილობდა.

სამაშველო ოპერაციის შემდეგ, რომელშიც შვედეთის გემები, ვერტმფრენები და ნატოს ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ, წყლიდან ამოყვანილი 36 წლის ქალი და ბავშვი კარლსკრონის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვალება დადასტურდა, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პარასკევს შვედეთის პროკურატურამ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან დაიწყო წინასწარი გამოძიება ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც  მიზნად ისახავს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გარკვევას.

ოფიციალური პირების თქმით, შვედურ Stena Spirit-ს 310 მგზავრი გადაჰყავდა და შვედეთიდან პოლონეთის მიმართულებით მიცურავდა. რაიმე სახის დაზიანება გემზე, რაც ბავშვის ზღვაში გადავარდნის მიზეზი გახდებოდა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *