ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს დამონტაჟებული ბომბი იპოვეს
ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს დამონტაჟებული ბომბი იპოვეს
მეორე მსოფლიო ომის დროს დამონტაჟებული ბომბის გასანეიტრალებლად მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები. ბომბი ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე იპოვეს.
ბომბის განაღმვის ოპერაცია პარასკევს, 2 აგვისტოს დაიწყება დილის 08:00 საათზე. ივარაუდება, რომ განაღმვის პროცედურას აფეთქება მოჰყვება. ნაპოვნი ბომბი საკმაოდ დიდი ზომის არის, დაახლოვებით 226 კილო.
ბომბი დასახლებული ტერიტორიიდან 500 მეტრის მოშორებით მდებარეობს.
იმისთვის, რომ ბომბის აფეთქების შედეგად არ მიადგეს ზიანი ადგილობრივ მოსახლეობას, ბომბის გარშემო ჩადგება უზარმაზარი ბარიერი. აღნიშნული ბარიერი შეაჩერებს აფეთქების შედეგად გამოწვეულ ტალღას და დაიცავს მიმდებარე ტერიტორიას ნებისმიერი უარყოფითი ზეგავლენისგან.
Facebook Comments Box
