Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთი

ატიკა: დააკავეს შეიარაღებული ბანდის სამი წევრი, რომლებიც მაღაზიებს ძარცვავდნენ

გუშინ, 4 მაისს, შეიარაღებული ბანდის წევრი სამი მამაკაცი დააკავეს,   რომლებიც იარაღის მუქარით, დასავლეთ ატიკის რაიონებში მდებარე მაღაზიებს ძარცვავდნენ.

როგორც პოლიციის გამოძიებიდან ირკვევა, სამმა პირმა შექმნა ბანდა კონკრეტული „ოპერატიული“ სტრუქტურით და განსხვავებული ფუნქციებით და შეიძინა საჭირო აღჭურვილობა (მოტოციკლები, მოტოციკლეტის ჩაფხუტი, პისტოლეტები, რადიოები, ოპერატიული ტანსაცმელი და ა.შ.).

რაც შეეხება მოქმედების წესს ბანდის წევრები იყენებდნენ კონკრეტული გეგმას.

ისინი მიზანში იღებდნენ დიდი ფულადი რეზერვების მქონე მაღაზიებს, როგორიცაა საკონდიტროები, საცხობები და ა,შ.   რომლებიც მდებარეობდნენ დასავლეთ ატიკას მიდამოებში.

შედიოდნენ გადაცმულები როგორც კურიერები და იარაღის მუქარით ახორციელებდნენ ძარცვას.

დანაშაულის  ადგილებიდან გადასაადგილებლად და გასაქცევად იყენებდნენ საშუალო მოცულობის მოტოციკლეტებს, რომლებზეც მოტოციკლეტების ონლაინ გაყიდვის საიტიდან დაკოპირებული   ყალბი სანომრე ნიშნები ჰქონდათ განთავსებული.

გამოძიების შედეგად, დასავლეთ ატიკას ტერიტორიაზე განხორციელებული  ძარცვის სულ სამი შემთხვევა გამოვლინდა, ნაძარცვი თანხა შეადგენს  6480 ევროს, 4131 ამერიკული დოლარს და 4885 ბრიტანულ ფუნტს.

დაკავებულების წინააღმდეგ აღიძრა საქმე შეიარაღებული ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვა- ტარების  ბრალდებით,  რის შემდეგაც ისინი  პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *