Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: ბოროტმოქმედებმა სუდანიდან 19 წლის ტურისტის გაუპატიურება სცადეს

კრეტა: ბოროტმოქმედებმა სუდანიდან 19 წლის ტურისტის გაუპატიურება სცადეს

ჯოჯოხეთური წუთები გაიარეს ტურისტებმა ჰოლანდიიდან, როდესაც ორმა ბოროტმოქმედმა სუდანიდან ერთ-ერთის ტურისტის, 19 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა.

გოგონას პარტნიორი ცდილობდა მის გადარჩენას, თუმცა ბოროტმოქმედები მასაც დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღნიშნული შემთხვევა პარასკევს გამთენიისას მოხდა ხერსონისოში.

ჰოლანდიელი წყვილი განმარტოებული იყო სანაპიროზე როცა მათ ბოროტმოქმედები მიუახლოვდნენ და თავს დაესხნენ. ბოროტმოქმედებიდან ერთ-ერთი გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა, ხოლო მეორე კი თვალყურს ადევნებდა პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა გოგონას მეგობარმა მაინც მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა, მას ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ, თუმცა როგორც კი საშველად ყვირილი დაიწყო თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

შეშინებული ტურისტები დაუყოვნებლივ მივიდნენ პოლიციის შენობაში და დაწერეს საჩივარი, რათა დროულად მოეხერხებინა პოლიციას დამნაშავეების დაკავება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *