Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დააკავეს მედპერსონალის ორი წევრი, რომლებიც დამკრძალავ ბიუროს მომაკვდავ პაციენტთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს აწვდიდნენ

სამშაბათს (10/10), ერთ-ერთ კუნძულზე, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი თანამშრომელი, რომლებიც სამედიცინო სტაციონარში განთავსებული, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას და მათ პირად მონაცემებს  კონკრეტულ დამკრძალავ ბიუროს აწვდიდნენ.

კერძოდ, როგორც პოლიციაში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა,  ორი თანამშრომელი სულ მცირე, 2023 წლის აგვისტოს ბოლოდან მუდმივად ახორციელებდა საავადმყოფოს ექიმების ელექტრონულ ფაილებზე  წვდომას, რის შემდეგაც სისტემატურად აწვდიდა მომაკვდავ პაციენტთა შესახებ კონფიდენციალურ სამედიცინო პერსონალურ მონაცემებს დამკრძალავ ბიუროს, რომელიც თავის მხრივ სარგებლობდა ამ ინფორმაციით და სთავაზობდა მათ დაკრძალვის მომსახურებას.

დაკავებულთა ბინების და სამუშაო ადგილების ჩხრეკისას ამოღებული იქნა 18240 ევრო, სამი მობილური ტელეფონი, ასევე დოკუმენტები და ჩანაწერები.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია პაციენტთა კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნების სულ 74 შემთხვევა, საიდანაც 54 ეხებოდა გარდაცვლილ პაციენტს, რომელთაგან 26-ის დაკრძალვის პროცესი აღნიშნულმა კერძო დამკრძალავმა ბიურომ აიღო.

დაკავებულთა მიმართ საქმეზე საქმე აღიძრა ქრთამის აღების,  თანამშრომლების მოსყიდვის, სამსახურებრივი კონფიდენციალურობის დარღვევის და პირადი მონაცემების გამჟღავნების ფაქტებზე.

დაკავებულები მათ წინააღმდეგ აღძრული ბრალდებით პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *