Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
მსოფლიო

ჯონათან ტომსონი: მამაკაცი რომელიც სამეფო კორონაციაზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა

ვინ არის მაიორი ჯონათან ტომსონი, რომლის   ფოტოები და  ვიდეომასალაც  მეფე ჩარლზის კორონაციის შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად  ვრცელდება.

კაცმა, რომელიც მეფე ჩარლზ მესამეს  თან ახლდა მისი კორონაციის დროს, მოახერხა თავის გარეგნობის გამო ყურადღება მიექცია  და სოციალურ ქსელებში  მისით მოხიბლული მომხმარებლების საერთო აღფრთოვანება გამოეწვია.

ეს არის 39 წლის მაიორი ჯონათან ტომსონი, რომელსაც შოტლანდიური კილოტი  ეცვა და  სოციალური მედიის  ყურადღება  მიიპყრო.

39 წლის მაიორმა, რომელიც  ჩარლზ მესამეს  თან ახლდა  მთელი ცერემონიის განმავლობაში, 2004 წელს დაამთავრა Aberystwyth University-ის ეკონომიკისა და პოლიტიკის ფაკულტეტი და  2006 წელს შეუერთდა ბრიტანეთის არმიას.

არის დაქორწინებული და ჰყავს  ჰყავს ვაჟი.

ჯონათან ტომსონი არის შოტლანდიის მე-5 ბატალიონის სამეფო პოლკის წევრი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს სურეიში.

დედოფლის გარდაცვალებამდე  მისი დაცვის წევრი იყო, შემდეგ კი  მეფე   ჩარლზის რაინდი გახდა  და ახლა ყველგან თან ახლავს მას.

თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯონათან ტომსონის  გამოჩენამ საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია, იგივე განმეორდა, როდესაც ის ნახეს დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის ცერემონიაზე  კუბოს გვერდით მიმავალი,  ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატომდე   საჯარო მსვლელობისას.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *