Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიUncategorized

ათენის ქუჩები ტაქსის გარეშე: 9 სექტემბერს დედაქალაქში ტაქსის მძღოლები 24 საათით გაიფიცებიან

ათენის ქუჩები ტაქსის გარეშე: 9 სექტემბერს დედაქალაქში ტაქსის მძღოლები 24 საათით გაიფიცებიან

ტაქსის გარეშე დარჩება დედაქალაქის მოსახლეობა 9 სექტემბერს, რადგან ტაქსის მძღოლებმა ორშაბათს, 9 სექტემბერს 24 საათიანი გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ათენის ტაქსის მძღოლების კავშირის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად გაფიცვა ორშაბათს, 9 სექტემბერს, დილის 05:00 საათზე დაიწყება და სამშაბათს, 10 სექტემბრის დილის 05:00 საათამდე გასტანს. ორშაბათს 11:00 საათზე ჩანიშნულია ბრიფინგი პერისტერის საგამოფენო ცენტრში.
იხილეთ ათენის ტაქსის მძღოლების კავშირის განცხადება:

მეგობარო,
შენი ტაქსი, ჩვენი ტაქსი, საფრთხეშია.

მთავრობის გადაწყვეტილებები და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზები გვიჩვენებს იმ დამღუპველ მიმართულებას, რომლისკენაც მივემართებით:

  • ახალი საგადასახადო კანონი მათემატიკური სიზუსტით მიგვიყვანს წამგებიანი სამუშაოსა და ფინანსური ნგრევისაკენ.
  • დაზღვევის საფასური კიდევ და კიდევ იმატებს.
  • კერძო მძღოლები, სხვადასხვა კერძო კომპანიები დღითიდღე უფრო მეტ კლიენტს გვპარავენ.

თითოეული ჩვენგანი უნდა გამოვიდეს და იბრძოლოს ჩვენი პროფესიის გადარჩენისთვის. არ უნდა მივცეთ მთავრობას და კერძო ორგანიზაციებს ითამაშონ ჩვენი ცხოვრებით და მიიღონ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *