Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალამინა: არასდროს დავმუქრებივარ მას და მითქვამს რომ დანა მაქვს – რას ამბობს 35 წლის კაცი, რომელსაც ბრალი გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ედება

სალამინა: არასდროს დავმუქრებივარ მას და მითქვამს რომ დანა მაქვს – რას ამბობს 35 წლის კაცი, რომელსაც ბრალი გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ედება

35 წლის დაკავებული, რომელსაც ბრალი 20 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ედება, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ერთადერთი რაც უნდოდა, იყო სასიამოვნო კამპანია გაეწია გოგონასთვის.

დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა, რადგან მას წარსულშიც ედებოდა ბრალი 2 გოგონას გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ შევიწროებაში. 

ბრალდებული ჩვენებაში 26 აგვისტოს, იმ დღეს აღწერს, როცა ის გოგონასთან ერთად იმყოფებოდა: “მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, კიდევ 10 დედმამიშვილი მყავს. ოჯახის წევრებთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის თბილად და ყურადღებით მექცეოდნენ, რადგან ბავშვობიდან მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა მტანჯავს. 2015 წლიდან გავდივარ მკურნალობას, ჩემივე ნება-სურვილით, რადგან ამ პრობლემებით ცხოვრება გაუსაძლისია ჩემთვის. აღნიშნულ დღეს სანაპიროზე საბანაოდ წავედი, სადაც დავინახე გოგონა ირუჯებოდა. ჩემს ყოფილ შეყვარებულს მივამსგავსე, რომელთანაც 5 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. პირველი 2 საათის განმავლობაში არ გამოველაპარაკე, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული ის იყო თუ არა, საკმაო დაშორება გვქონდა ერთმანეთს შორის და რომ მდომებოდა მასზე სექსუალური ძალადობა თავიდანვე მივუახლოვდებოდი. როცა გადავწყვიტე რომ გამოვლაპარაკებოდი ის არ დაინტერესდა, ასე რომ წავედი და მოშორებით ჩამოვჯექი. მისი გაუპატიურება რომ მდომებოდა ასე თავშეკავებულად მოვიქცეოდი? არასდროს დავმუქრებივარ მას, არც ის მითქვამს რომ დანა მაქვს. რაღაც მომენტში საბანაოდ შევიდა და მეც შევედი წყალში. როცა წყლიდან ამოვედი ვიღაც კაცთან ერთად იდგა სანაპიროზე, რომელმაც მცემა და დამემუქრა. მე თვითონ ვუთხარი დაერეკა პოლიციაში, რადგან არაფერში არ მიმიძღვის ბრალი, რაშიც მადანაშაულებენ.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *