Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

სანტორინი: სამ მაღაზიაში ნარკოტიკი ღიად იყიდებოდა

ამსტერდამის Coffee Shops-ების  მსგავსად, სანტორინიში ფუნქციონირებდა სამი მაღაზია, რომლებსაც სხვა პროდუქტებთან ერთად გასაყიდად ჰქონდათ ნედლი კანაფი და მისგან წარმოებული პროდუქცია  და მომხმარებლებს  აძლევდნენ უფლებას, გამოეყენებინათ  შეზღუდულ ადგილებში!

ორშაბათს ღამით, თირას  პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს, დააკავეს მაღაზიის მფლობელი, სამი თანამშრომელი და სამი მომხმარებელი, სამი ბერძენი და ოთხი უცხოელი.

მათ მფლობელობაში და იმ მაღაზიებში, რომლებსაც არ გააჩნდათ საქმიანობის ლიცენზია, აღმოაჩინეს ნედლი კანაფი ერთი კილოგრამი და 498 გრამი, ჰაშიშის ზეთი ოთხი კილოგრამი და 320 გრამი, კანაფის ჩაი ორი კილოგრამი და 640 გრამი.

უცნობი ქიმიური შემადგენლობის ნივთიერება წონით 26 გრამი, რომელიც გაგზავნილია ანალიზისთვის, 885 კანაფის ტკბილეული, 550 ღერი სიგარეტი, 95 კოლოფი  სიგარეტი და 12 შეკვრა კანაფის არომატიზატორი.

ყველა უკანონო პროდუქცია ამოღებულია და ნარკოტიკების შენახვის, მოხმარებისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებული შვიდი პირის მიმართ აღიძრა საქმე, რომლითაც ისინი ნაქსოს რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *