Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: პოლიციამ სტუდენტები ქურდობისთვის დააკავა – შთაგონების წყარო სოც.მედიაში გავრცელებული მუსიკალური კლიპი იყო – განაცხადა დაკავებულმა

სალონიკი: პოლიციამ სტუდენტები ქურდობისთვის დააკავა – შთაგონების წყარო სოც.მედიაში გავრცელებული მუსიკალური კლიპი იყო – განაცხადა დაკავებულმა

19 წლის სტუდენტი სალონიკის სისხლის სამართლის ერთწევრიანი სააპელაციო სასამართლოს წინაშე დანაშაულებრივ დაჯგუფების წევრი იყო. აღნიშნული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არაერთი ძაარცვისა და ქურდობის შემთხვევისთვის იძებნებიან.

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6,5 წლით პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლო პროცესს ასევე ესწრებოდა 3 ახალგაზრდა, რომლებსაც ასევე 5,5 – 3 და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. თუმცა 19 წლის ბიჭისგან განსხვავებით ისინი პირობითი სასჯელის შეფარდებით გაათავისუფლეს. ახალგაზრდებმა ზიანი სრულად აუნაზღაურეს დაზარალებულებს და სწორედ ამიტომ და ასევე მათი ასაკის გათვალისწინებით სასამართლომ მათთვის პირობითი სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. 

19 წლის ბიჭმა კი, რომელსაც 6,5 წლით შეეფარდა პატიმრობა, სასამართლო პროცესზე განაცხადა: “მივხვდი რომ სისულელელს ვაკეთებდი და ამიტომაც შევწყვიტე მოპარვა. ხოლო ციხეში მოხვედრის შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემი დანაშაული უფრო მეტი იყო ვიდრე სისულელე..” მსჯავრდებულმა ბოდიში მოუხადა ყველა დაზარალებულს. 

ახალგაზრდამ განაცხადა რომ დღის საათებში უნივერსიტეტში დადიოდა, საღამოს კი მამას ეხმარებოდა სამსახურში. ქურდობის შედეგად მიღებული თანხით კი მისი ძმისთვის ყიდულობდა საჩუქრებს. როდესაც მას კითხვა დაუსვეს თუ როგორ მოუვიდათ თავში აზრად დაეწყოთ ხალხის ძარცვა უპასუხა: “სოც.მედიაში გავრცელებული ვიდეოები და მუსიკა იყო ჩვენი შთაგონება.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *