სალონიკი: პოლიციამ დააკავა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მოტოციკლეტისტს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა
სალონიკი: პოლიციამ დააკავა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მოტოციკლეტისტს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა
პოლიციამ დააკავა 18 წლის ბიჭი რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები გუშინ დილიდან ეძებენ.
ახალგაზრდა ხუთშაბათს დილით ეღნატიასა და იონოს დრაღუმის ქუჩების კვეთაზე მართავდა ავტომანქანას მაშინ, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, მოტოციკლეტს დაეჯახა. მოტოციკლეტი ამოყირავდა და მისი 45 წლის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
18 წლის ბიჭმა, იმის ნაცვალდ რომ ავარიის ადგილას გაჩერებულიყო და დახმარება გაეწია დაშავებულისთვის, სიჩქარეს მოუმატა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Facebook Comments Box
