Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

49 წლის კაცმა 500 კილო ლიმონი მოიპარა 

49 წლის კაცმა 500 კილო ლიმონი მოიპარა 

ქურდობის განსაკუთრებით უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც 25 ოქტომბერს პირღოსის პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა 39 წლის მიწის ნაკვეთის მფლობელისგან, რომელმაც განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ჭრიდა მისთვის უცნობი პირი ლიმონს მის მიწის ნაკვეთზე და როგორც კი დამნაშავემ მიწის ნაკვეთის მეპატრონე შენიშნა მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან მიიმალა.

ჟურნალ-გაზეთი Πατρίς-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 49 წლის კაცს ბრალი დიდი ოდენობით ლიმონის ქურდობაში ედება. ბრალდებულმა 39 წლის კაცის მიწის ნაკვეთიდან სამჯერ მაინც მოიპარა ლიმონი. 

დაზარალებულმა დამნაშავე ამოიცნო და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირმა სამჯერ მოპარა მას ჯამში 500 კილოს ოდენობის ლიმონი, რომლის ფასიც დაახლოვებით 750 ევროს შეადგენს.

დაკავებული წაყენებულ ბრალს უარყოფს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ქურდობის მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *