არტა: პატარა ლიდიას მამა დაკრძალვის ცერემონიაზე ცუდად გახდა
დღეს, შუადღეს, არტაში ტრაგიკულად დაღუპული ჩვილის დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა.
მშობლებმა და ახლობლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს პატარა ლიდია, რომლის გარდაცვალების ფაქტმაც საზოგადოება შეძრა.
მძიმე ემოციური მუხტი იგრძნობოდა როგორც პამეგისტო ტაქსიარხოს ეკლესიაში, გამოსამშვიდობებელ პანაშვიდზე, ასევე ქალაქის ძველ სასაფლაოზე, სადაც ჩვილი მშობლების საბოლოო გადაწყვეტილებით დაკრძალეს.
მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყვნენ ბავშვის მშობლები, მამამ ემოციებს ვერ გაუძლო და შვილის ცხედართან გამომშვიდობების დროს ორჯერ ცუდად გახდა.
პირველად როცდესაც 27 წლის მეუღლესთან ერთად ტაძარში მივიდა და შვილის უსიცოცხლო სხეულით კუბო იხილა, ცოტა ხნის შემდეგ კი კინაღამ გონება დაკარგა და ეკლესიიდან გაყვანისას დახმარება დასჭირდა.
მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ბოლოს მანქანით გადაიყვანეს სასაფლაოზე, სადაც ჩვილი დაკრძალეს.
ვინაიდან ჩვილი მონათლული არ იყო დაკრძალვას წინ უძღოდა მისი ნათლობის ცერემონია, ტრაგიკულად დაღუპული პატარა გოგონა ნათლობის სახელით ლიდია- ელენი დაკრძალეს.
