Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: ზაფხული იწყება- ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს

საბერძნეთისთვის უჩვეულო, გრილი გაზაფხულის მიწურულს,  ზღვის და მზის მოყვარულებმა ისარგებლეს  შაბათს ამინდის გაუმჯობესებით და  ატიკის პლაჟებს მიაშურეს, რაც სავარაუდოდ დღეს, კვირასაც იქნება შესაძლებელი რადგან, როგორც სინიპტიკოსები ვარაუდობენ, ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

ამასთან ერთად, გაიზარდა  ატმოსფეროში აფრიკული მტვრის კონცენტრაციაც, რომელსაც  რეგიონისკენ გადაიტანს ძალიან ძლიერი სამხრეთის ქარი, რომელიც იონიის ზღვიდან  დაუბერავს.

დღეს, კვირას, შუადღისას ტემპერატურა სავარაუდოდ მიუახლოვდება 30°C-ს ეპიროსში და დასავლეთ სტერეაში და 32°C-ს ჩრდილო-დასავლეთ პელოპონესში.

ზაფხულის ამინდი იქნება ატიკის რეგიონშიც,  კვირას ვერცხლისწყალი შუადღისას 26°C-ს მიაღწევს, ხოლო ორშაბათს 15:00 საათზე ათენის ცენტრში თერმომეტრი მაქსიმალურ ტემპერატურას

31°C-ს აჩვენებს.

უფრო დეტალურად, შუა და ზედა ატმოსფეროში გაბატონებული სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი იწვევს ცხელი აირის მასების ტრანსპორტირებას მტვრის მაღალი კონცენტრაციით .

შედეგი იქნება ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში  ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაციის მატება (ქვეყნის ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილების გარდა) კვირას 14/05.

ხოლო ორშაბათს, 15/05,  როგორც  ტემპერატურა, ასევე  ატმოსფერული მტვრის კონცენტრაცია მოიმატებს  ქვეყნის დანარჩენ ნაწილშიც.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *