Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

მოკეტეთო გვიყვიროდნენ და ხელის კვრით მივყავდით წინ – აცხადებს 56 წლის საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში უმიზეზოდ დააკავეს

მოკეტეთო გვიყვიროდნენ და ხელის კვრით მივყავდით წინ – აცხადებს 56 წლის საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში უმიზეზოდ დააკავეს

გოლგოთას მთის გავლა მოუწია აღათი მარკოპულუს კრეტადან, რომელიც თურქეთში, კერძოდ სტამბოლში უმიზეზოდ დააკავეს.

56 წლის საბერძნეთის მოქალაქემ protothema.gr-თან საუბრისას გაიხსენა ის საზარელი დღეები, რომლის გატარებაც თურქეთში მოუწია.

ყველაფერი გასულ პარასკევს დაიწყო, როცა მის 22 წლის შვილთან და მეგობართან ერთად თავშლების საყიდლად წავიდნენ, რათა წმინდა სოფიას (აღია სოფია) ტაძარში შესვლა შეძლებოდათ. აღათიმ შემთხვევით ჩანთაში მაღაზიის მფლობელის ტელეფონი ჩაიდო და სწორედ ეს გახდა  მიზეზი იმ დრამატული მოგზაურობის გაგრძელებისა, რომლის მთავარი გმირებიც დედა-შვილი აღმოჩნდნენ. აღათი და მისი ქალიშვილი დაუყოვნებლივ დააკავეს. დროებითი დაკავების საკანში იატაკზე მოუწიათ დაძინება: “გამუდმებით გვიყვიროდნენ “მოკეტეთ” და ხელის კვრით მივყავდით დანიშნულების ადგილამდე” – იხსენებს აღათი.

რამდენიმე დღის შემდეგ მაღაზიის მეპატრონემ საჩივარი გამოიტანა და განაცხადა, რომ გაუგებრობას და შეცდომას ჰქონდა ადგილი. მიუხედავად ამისა 56 წლის საბერძნეთის მოქალაქე ამ დრომდე დროებითი დაკავების საკანში რჩება და ელოდება სასამართლო პროცესის ჩატარებას. 

“ჩემს შვილს მისცეს საბერძნეთში დაბრუნების უფლება, მე ისევ ამ ჯოჯოხეთში მიწევს ცხოვრება” – აცხადებს აღათი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *