Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთს პოპულარული ბესტსელერების ავტორი, ცნობილი მწერალი კრის კარტერი ეწვევა

ბერძენ მკითხველს ათენსა და თესალონიკში ექნება უნიკალური შესაძლებლობა, შეხვდეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერალს,  პოპულარული კრიმინალური და ფსიქოლოგიური  თრილერების ავტორს კრის კარტერს!

კრის კარტერი პირველად ეწვევა  საბერძნეთს და აღნიშნული ვიზიტი  უკავშირდება  მისი ახალი ნაწარმოების, სახელწოდებით- “ბოროტების გამოცანა” (ათი წიგნისგან შემდგარი დეტექტიური ჟანრის სერიის მე-10 წიგნი, დეტექტივ რობერტ ჰანტის მონაწილეობით) გამოსვლას.

პირველი ღონისძიება კრის კარტერის პატივსაცემად გაიმართება ხუთშაბათს, 18 მაისს  19:00 საათზე, სალონიკში, Public-ის წიგნის მაღაზიაში (ციმისკის 24), სადაც ის შეხვდება და გაესაუბრება ჟურნალისტებს.

ხოლო  პარასკევს, 19 მაისს  20:00 საათზე , ათენის მუნიციპალიტეტის (Echelidon & Piraeus 144), კრიმინალური  ლიტერატურის მე-4 ფესტივალის ფარგლებში,  ცნობილ მწერალს  საზოგადოებას იანის კოროვეზისი და სპილიოს ლამბროპულოსი  წარუდგენენ.

კრის კარტერი , წარმოშობით იტალიელი და დაბადებული ბრაზილიაში, სწავლობდა კრიმინალურ  ფსიქოლოგიას  მიჩიგანის უნივერსიტეტში.

როგორც მიჩიგანის შტატის პროკურატურის სასამართლო ფსიქოლოგიის ჯგუფის წევრი, მან ცდები  ჩაატარა და შეისწავლა მრავალი კრიმინალი, მათ შორის სერიული მკვლელები,  რომლებიც სამუდამო პატიმრობაში  იმყოფებიან.

1990-იანი წლების დასაწყისში კრის კარტერი დასახლდა ლოს-ანჯელესში, სადაც ის ათი წელი მოღვაწეობდა გიტარისტად მრავალ გლამურულ  როკ ჯგუფში, შემდეგ  კი მიატოვა მუსიკა  და დარჩენილი დრო  მხოლოდ მწერლობას მიეძღვნა. დღეს ის ლონდონში ცხოვრობს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *