Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი: ქალმა ყოფილი მეუღლის სახლის დაწვა გადაწყვიტა, საბოლოოდ კი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა

ეს ის შემთხვევაა, რაზეც პოლიციაც და სახანძრო სამსახურიც ერთობლივად თანამშრომლობდა, რადგან მთავარმა მოქმედმა გმირმა, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა ყოფილი ქმრის სახლის დაწვა სცადა, შემდეგ კი მისი ავტომანქანის  საბურავები დაჭრა.

შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდნენ თვითმხილველები და დაუყოვნებლივ შეატყობინეს სახლისა და მანქანის პატრონს , რომელმაც დახმარებისთვის პოლიცია და სახანძრო სამსახური გამოიძახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ქმედება, როგორც მინიმუმ, მას და მის ყოფილ ქმარს შორის  არსებულ პირად უთანხმოებას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით ქალმა  შეიტყო ყოფილი ქმრის გარკვეული ქმედებების შესახებ, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და შურისძიება გადაწყვიტა.

აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, დამნაშავე იპოვეს და იგი ჩვენების მისაცემად უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ გავიდა დღეები და ქალი არ ჩანდა.

როდესაც პოლიცია მის საცხოვრებელ ბინაში მივიდა,  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით  აღმოაჩინეს.

ამ დრომდე  გაურკვეველია  რა გარემოებებში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაშავდა ავტომობილის  დაზიანებასა და ცეცხლის წაკიდების მცდელობაში ბრალდებული  სავარაუდო დამნაშავე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *