Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კასტელორიზო: ბერძნულ-თურქული სიყვარულის ისტორია ხელის თხოვნით დაგვირგვინდა

კასტელორიზო: ბერძნულ-თურქული სიყვარულის ისტორია ხელის თხოვნით დაგვირგვინდა

კასტელორიზოში დაწყებულმა სიყვარულის ისტორიამ ორი განსხვავებული სამყარო გააერთიანა.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარიას და სანბერკის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა სანბერკისი კუნძული კასიდან კასტელორიზოს ესტუმრა. სანბერკი რესტორან «Alexandra»-ში შევიდა სავახშმოდ, სადაც მარია მუშაობდა და სწორედ ასე შეხვდა წყვილი პირველად ერთმანეთს.

საინტერესო ის არის, რომ წყვილის გაცნობა დიდი გაუგებრობით დაიწყო: “რაღაც გაუგებრობა მოხდა, რის გამოც სანბერკმა შეტყობინება გამომიგზავნა Instagram-ზე და ბოდიში მომიხადა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ვყოყმანობდი ეთნიკური სხვაობის გამო, მაგრამ მისი ქმედებებით და ხასიათით შეძლო ჩემი გულის მოგება.” – აცხადებს მარია protothema.gr-თან საუბრისას.

სანბერკმა მარიას ხელის სათხოვნელად ყველაფერი ისე დაგეგმა, რომ არავინ არაფერი იცოდა. “წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, პირდაპირ ვთქვი “კი” და დავთანხმდი” – იხსენებს მარია.

წყვილი უკვე ქორწილს გეგმავს და წინაწარ იციან, რომ ორი ცერემონიის გადახდა მოუწევთ. ერთი კუნძულ როდოსზე ჩატარდება, ხოლო მეორე კი სტამბოლში. 

წყვილი ცხოვრებას კუნძულ როდოსზე აპირებს. 

აღნიშნული სიყვარულის ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სიყვარულისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენენ არც საზღვრები და არც ცრურწმენები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *