Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

პირეას პორტში ტიტანის ღეროებით დატვირთული კონტეინერები ამოიღეს – მობილიზებულია სახმელეთო ჯარები

პირეას პორტში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის  სამსახურის მიერ ჩატარებული  გამოძიების შედეგად აღმოაჩინეს ტიტანის ღეროებით დატვირთული კონტეინერები, რომლებიც  ჩინეთიდან სტამბოლის მიმართულებით  გადაჰქონდათ.

პორტში, სადაც ტიტანის ღეროები ორ კონტეინერში ჩატვირთული  იპოვეს,  შექმნილი საგანგებო მდგომარეობის  გამო  სიტუაცია  უფრო  მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავდა, ვიდრე რეალობას.

საიდუმლო დაზვერვამ, რომელიც  ფულის გათეთრების საქმეს იძიებდა,  მოულოდნელად პორტის კომერციულ ნაწილში ორი კონტეინერი შენიშნა და დაუყოვნებლივ  აცნობა შესაბამის უწყებებს.

საბაჟოს თანამშრომლებმა სამხედრო პირებისა  და სახანძრო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, რომლებსაც სპეციალური ფორმა ეცვათ, შეძლეს მათი მოღება  და გახსნა, რადგან არსებობდა ეჭვი კონტეინერებში  რადიოაქტიური მასალების არსებობის საშიშროებაზე.

როგორც ირკვევა,  კონტეინერები ჩაიტვირთა გასულ თებერვალს  ჩინეთის შანხაის პორტიდან და მიმართული იყო სტამბულის პორტში გადასატანად.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  საბერძნეთის ხელისუფლებამ მოახერხა მათი პოვნა, გახსნა და ჩამორთმევა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ტვირთი სავარაუდოდ განკუთვნილი იყო ირანში, თეირანის ბირთვულ პროგრამაში  შემდგომი  გამოყენებისათვის.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *