არღოლიდა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა
არღოლიდა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე 20 და 23 წლის ბიჭებმა, რომლებიც კრანიდიუ-პორტოხელიუს გზაზე მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ.
ახალგაზრდები, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ავტომანქანას შეეჯახნენ, რომელსაც 68 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. ავტომანქანაში მძღოლთან ერთად იმყოფებოდა 42 წლის ქალიც.
ძლიერი შეჯახების შედეგად ოთხივე მგზავრი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
ძლიერი სხეულის დაზიანებების გამო 23 და 20 წლის ბიჭების მდგომარეობა მალევე გახდა კრიტიკული. რამდენიმე საათში კი ორივე გარდაიცვალა.
მიმდინარეობს გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box
