ამინდი: სამ დღიანი უამინდობა ძლიერი წვიმით და ელჭექით
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მოსალოდნელი უამინდობის ახალი ტალღის მოლოდინში, რომელმაც უკვე დაარტყა სხვადასხვა ქვეყნებს, ამინდის გაუარესების შესახებ საგანგებო ბიულეტენს გამოსცემს.
უკვე გუშინ, ძლიერი წვიმა და წყალდიდობა მოხდა დასავლეთ საბერძნეთში. ყველაზე დიდი ოდენობით ნალექი დაფიქსირდა პატრაში, არსაკეიოში.
კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს საგანგებო სხდომაზე მზადყოფნაში შევიდა სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რადგან დღეიდან კვირას შუადღემდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი, რასაც თან ახლავს სეტყვა და ელვის მაღალი სიხშირე.
ასევე ამინდის პირობები ხელს უწყობს აფრიკული მტვრის ტრანსპორტირებას. meteo.gr-ის ცნობით, დღეისთვის ამინდის გაუარესება ჩრდილო-დასავლეთიდან დაიწყება. ადგილობრივად ძლიერი წვიმა და შტორმია მოსალოდნელი შუადღემდე კორფუში და შუადღიდან ეპირუსში, მაკედონიისა და თესალიის დასავლეთ ნაწილში და შესაძლოა იონიის კუნძულებსა და დასავლეთ მატერიკზეც. სეტყვა ძირითადად კორფუსა და ეპირუსში იქნება. ასევე ადგილობრივი წვიმები იქნება თრაკიის და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის ნაწილებში. დღეს ღამიდან შაბათის ჩათვლით ამინდი გაუარესდება დანარჩენ მატერიკზეც. ატმოსფერული მიმოქცევა ხელს უწყობს აფრიკული მტვრის ტრანსპორტირებას.
ატიკაში მოსალოდნელია მცირედი ღრუბლიანობა, შუადღის საათებიდან კი მოიმატებს მტვრის კონცენტრაცია ჰაერში. ტემპერატურა 18-დან 25-26 გრადუსამდე იქნება.
სალონიკში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც თანდათან მოიმატებს. ტემპერატურა 16-დან 23-24 გრადუსამდე იქნება. რაც შეეხება უამინდობის განვითარებას, ის პიკს ხვალ შაბათს მიაღწევს.
კერძოდ, მეტეოროლოგი იანის კალიანოსი ასახელებს ადგილებს, სადაც მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შტორმი და სეტყვა, რამაც შეიძლება პრობლემები შექმნას, ესენია: „ეფტანისა, ეპიროსი, დასავლეთ თესალია, დასავლეთ სტერეა, ცენტრალური დასავლეთ პელოპონესი, აღმოსავლეთ მაკედონია, თრაკია და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსი. ეს არის ის მონაკვეთები, სადაც სავარაუდოდ ხანგრძლივი წვიმა და შტორმი იქნება მაღალი ინტენსივობით და არსებობს წყალდიდობის გაზრდილი რისკი. ამ მონაკვეთებზე ელვისებური აქტივობა იქნება ძალიან მაღალი და მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ.
