Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დამწვრობების აღმოჩენის შემდეგ დააკავეს

20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დამწვრობების აღმოჩენის შემდეგ დააკავეს

სამშაბათს დილით დაკითხავენ 32 წლის ქალს, რომელსაც ბრალი არასრულწლოვნების საფრთხის ქვეშ ჩაგდებასა და ოჯახურ ძალადობაში ედება ბრალი.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 32 წლის ქალი მას შემდეგ დააკავა, რაც მის მიერ საავადმყოფოში მიყვანილი შვილების სხეულებზე ექიმებმა სიგარეტით მიყენებული დამწვრობები აღმოაჩინეს.

ბრალდებულმა მისი 6 წლის გოგონა ჯანმრთელობის პრობლემით გასასინჯად მიიყვანა გენერალური საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში. ექიმებმა გოგონას სამედიცინო დათვალიერების დროს სხეულზე დამწვრობები აღმოაჩინეს, რომელიც სიგარეტით ჰქონდა მიყენებული და აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ საჭიროდ ჩათვალეს გოგონას 5 წლის ძმის სხეულის დათვალიერებაც, რომელსაც ასევე მსგავსი ტიპის დამწვრობები აღენიშებოდა.

არასრულწლოვნები საავადმყოფოში გადიან მკურნალობას და დაგეგმილია მათი დაკითხვა ბავშვთა ფსიქოლოგის თანდასწრებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *